იესო მოვიდა, რათა მსხვერპლად გაეღო საკუთარი თავი ყველა ადამიანისთვის, რათა შეგვძლებოდა თავი დაგვეღწია ჩვენი გახრწნილებისთვის და აღგვედგინა ღმერთთან კავშირი. ეს გეგმა ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში იქნა გამოცხადებული. ღმერთმა მისი ნიშანი ჩადო აბრაამის მსხვერპლშეწირვაში მთა მორიასკენ მითითებით, სადაც იესოს ჯვარცმა მოხდებოდა. შემდეგ, ებრაული პასექის მსხვერპლი იყო ნიშანი, რომელიც წელიწადის იმ დღეზე მიუთითებდა, როცა იესო შეიწირებოდა მსხვერპლად.
რატომ არის ეს მსხვერპლშეწირვა ასეთი მნიშვნელოვანი? ეს კითხვა დასმად ღირს. ბიბლია აცხადებს კანონს, როცა ამბობს:
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია…(რომაელთა 6:23)
„სიკვდილი“ პირდაპირი მნიშვნელობით ‘განცალკევებას’ ნიშნავს. როცა ჩვენი სული და სხეული ერთმანეთისგან განცალკევდება, ჩვენ ფიზიკურად ვკვდებით. იგივენარიად, ჩვენ ახლაც კი, სულიერად განცალკევებულნი ვართ ღმერთისგან. ეს სიმართლეა, რადგან ღმერთი წმიდაა (უცოდველია), მაშინ როცა ჩვენ გახრწნილები ვხდებით ჩვენი შექმნის დღიდან და ამრიგად, ვცოდავთ.
ეს შეიძლება გამოისახოს კლდეებით, რომლებზეც ჩვენ და ღმერთი მოპირდაპირე მხარეს ვართ, უძირო უფსკრულით დაშორებულნი. როგორც ტოტი, რომელიც ხიდანაა მოკვეთილი, მკვდარია, ასევე ჩვენც მოვიკვეთეთ თავი ღმერთისგან და სულიერად მკვდრები გავხდით.
ჩვენ დაშორებულები ვართ ღმერთისგან, როგორც უფსკრული აშორებს ორ კლდეს
ეს დაშორება დანაშაულის განცდასა და შიშს იწვევს. და ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა ის, რომ ვცდილობთ ხიდები ავაგოთ რომ ჩვენი (სიკვდილის) მხრიდან, ღმერთის მხარეს გადავიდეთ. ჩვენ ამას მრავალი სხვადასხვა გზით ვაკეთებთ: ეკლესიაში სიარულით, იმით რომ რელიგიურები ვართ, კეთილები ვართ, გაჭირვებულების დახმარებით, ფიქრით, ვცდილობთ უფრო სასარგებლოები ვიყოთ, მეტს ვლოცულობთ, და ა.შ. განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებებში, სადაც ქრისტიანული ეკლესია, მართლმადიდებლური იქნება იგი, კათოლიკური თუ პროტესტანტული, კულტურის ნაწილია, მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ რელიგიური საქმეები დამსახურების მოსაპოვებლად, სწორედ ისაა, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს. ეს საქმეები დამსახურების მოსაპოვებლად, შესაძლოა ძალიან რთული იყოს — მათით ცხოვრება კი ძალიან გართულებული. ეს შემდეგ გამოსახულებაზეა წარმოდგენილი.
კეთილი მცდელობები — გამოუსადეგარია რადგან შესაძლოა — ვერ დააკავშიროს ჩვენი და ღმერთის განცალკევება
პრობლემა ისაა, რომ ჩვენი გულმოდგინე მცდელობები, რელიგიური დამსახურებები და საქმეები, თუმცა არასწორი არაა, არც საკმარისია, რადგან საჭირო გადასახადი (‘საზღაური’) ჩვენი ცოდვებისთვის, ‘სიკვდილია’. ჩვენი მცდელობები ჰგავს ‘ხიდს’, რომელიც ცდილობს გადაკვეთოს სიცარიელე ჩვენსა და ღმერთს შორის, მაგრამ საბოლოოდ ამას ვერ ახერხებს. რადგან სიკეთით დამსახურება ვერ გადაჭრის ჩვენი პრობლემის ფესვს. ეს ჰგავს სიმსივნის განკურნების მცდელობას (რომლის შედეგიც სიკვდილია) ვეგეტარიანული კვებით. ვეგეტარიანული კვება ცუდი არაა, შეიძლება კარგიც იყოს — მაგრამ სიმსივნეს ვერ განკურნავს. სიმსივნისთვის, სრულიად სხვა მკურნალობაა საჭირო.
ეს კანონი ცუდი უწყებაა — იმდენად ცუდია, რომ ხშირად მისი მოსმენაც კი არ გვინდა და ჩვენს ცხოვრებას სხვადასხვა აქტივობებით და რაღაცებით ვავსებთ, იმ იმედით, რომ ეს კანონი გაქრება. მაგრამ ბიბლია ხაზს უსვამს ცოდვისა და სიკვდილის შესახებ ამ კანონს, რათა ჩვენი ყურადღება იმ გამოსავალზე გაამახვილოს, რომელიც მარტივი და ამავდროულად, ძლევამოსილია.
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო …(რომაელთა 6:23)
პატარა სიტყვა ‘ხოლო’ გვაჩვენებს რომ უწყების მიმართულება სახარების კეთილი უწყებისკენ უნდა შეიცვალოს — გამოსავლისკენ. იგი გვაჩვენებს როგორც ღმერთის სიკეთეს, ასევე მის სიყვარულს.
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში. (რომაელთა 6:23)
სახარების კეთილი უწყება ისაა, რომ იესოს სიკვდილის მსხვერპლი საკმარისია რათა ხიდად გაიდოს ჩვენსა და ღმერთს შორის არსებულ სიცარიელეზე. ჩვენ ვიცით ეს, რადგან სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ, იესო აღდგა სხეულებრივად, კვლავ გაცოცხლდა ფიზიკური აღდგინებით. უმრავლესობა ჩვენგანმა არ იცის მისი აღდგომის ნიშნის შესახებ. ამისათვის საკმაოდ ძლიერი შემთხვევა შეიძლება შეიქმნას, როგორც საჯარო ლექციაზე ვაჩვენე, რომელიც უნივერსიტეტში ჩავატარე (ვიდეო აქაა). იესოს მსხვერპლად შეწირვა წინასწარმეტყველურად განხორციელდა აბრაამის მსხვერპლშეწირვასა და პასექის მსხვერპლში. ეს ნიშნები, რომლებიც იესოსკენ მიუთითებენ, ჩვენს დასახმარებლად მოგვეცა, რათა ვიპოვოთ გამოსავალი.
იესო იყო ადამიანი, რომელიც უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა. ამრიგად, მას შეეძლო ‘შეხებოდა’ როგორც ადამიანის, ასევე ღმერთის მხარეს და გადაჭიმულიყო სიცარიელეზე, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს აშორებდა. ის არის ხიდი სიცოცხლისკენ, რომელიც ასე შეიძლება გამოისახოს:
იესო არის ხიდი რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებულ სიცარიელეზეა გადაჭიმული
ყურადღება მიაქციეთ როგორ მოგვეცა იესოს მსხვერპლად შეწირვა. იგი შემოთავაზებულია, როგორც … ‘საჩუქარი’. იფიქრე საჩუქრებზე. არ აქვს მნიშვნელობა რა საჩუქარია, საჩუქარია ის, რისთვისაც არ მუშაობ და რასაც დამსახურებით ვერ მოიპოვებ. თუკი გამოიმუშავებ მას, ეს უკვე აღარ იქნება საჩუქარი — ეს იქნება გასამრჯელო! იგივენაირად, შენ ვერ დაიმსახურებ ან გამოიმუშავებ იესოს მსხვერპლს. იგი მოგეცა როგორც საჩუქარი. აი ასეთი მარტივია იგი.
და რა საჩუქარია ეს? ესაა ‘საუკუნო სიცოცხლე’. ეს ნიშნავს, რომ ცოდვა, რომელმაც მე და შენ სიკვდილი მოგვიტანა, ახლა გაუქმებულია. იესოს სიცოცხლის ხიდი საშუალებას გვაძლევს კვლავ დავუკავშირდეთ ღმერთს და მივიღოთ სიცოცხლე — რომელიც საუკუნოდ გრძელდება. აი ასე ძალიან ვუყვარვართ ღმერთს შენ და მე. აი ასეთი ძლევამოსილია ეს.
ამრიგად, როგორ ‘გადავკვეთთ’ შენ და მე ამ სიცოცხლის ხიდს? ისევ, იფიქრეთ საჩუქრებზე. თუ ვინმეს სურს შენთვის საჩუქრის მოცემა, უნდა ‘მიიღო’ იგი. ყოველთვის როცა საჩუქარს სთავაზობენ, ორი ალტერნატივაა. ან საჩუქარს უარყოფენ („არა, გმადლობ“) ან იღებენ მას („მადლობა საჩუქრისთვის. მივიღებ მას“). ასე რომ, ეს შემოთავაზებული საჩუქარიც, მიღებულ უნდა იქნას. მას უბრალოდ გონებრივად ვერ იწამებ, შეისწავლი ან გაიგებ. ეს გამოსახულია შემდეგ ილუსტრაციაზე, სადაც ჩვენ ‘გადავდივართ’ ხიდზე ღმერთისკენ შეტრიალებით და მისი საჩუქრის მიღებით, რომელსაც გვთავაზობს.
იესოს მსხვერპლი არის საჩუქარი რომლის მიღებაც ყველა ჩვენგანმა უნდა გადავწყვიტოთ
ამრიგად, როგორ ვიღებთ ამ საჩუქარს? ბიბლია ამბობს, რომ
ყველა, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება (რომაელთა 10:12)
ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს აღთქმა ‘ყველასთვისაა’. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ცოცხალია, ახლაც ცოცხალია და ის ‘უფალია.’ ამრიგად, თუ მას მოუხმობ, იგი გაიგებს და თავის საჩუქარს მოგცემს. შენ მოუხმობ მას და თხოვ — მასთან საუბრის მეშვეობით. შესაძლოა ეს არასდროს გაგიკეთებია. ქვემოთ მოცემულია ლოცვა, რომელიც შეიძლება წარგიძღვეს. ეს არაა მაგიური საგალობელი. ეს არაა განსაკუთრებული სიტყვები, რომლებიც ძალას აძლევს. ესაა ნდობა როგორიც აბრაამს ჰქონდა, რომელსაც მასზე ვამყარებთ, რომ მოგვცემს ამ საჩუქარს. თუკი ვენდობით მას, იგი მოგვისმენს და გვიპასუხებს. სახარება ძლევამოსილია, და ასევე ძალიან მარტივი. თავისუფლად იგრძენი თავი და გაჰყევი ამ ლოცვას, თუ კი ფიქრობ რომ დაგეხმარება.
ძვირფასო, უფალო იესო. მე მესმის, რომ ჩემი ცოდვებით დაშორებული ვარ ღმერთისგან. ძალიანაც რომ ვეცადო, ვერანაირი მცდელობა და მსხვერპლი ჩემი მხრიდან, ვერ გაიდება ხიდად ამ დაშორებაზე. მაგრამ მესმის, რომ შენი სიკვდილი იყო მსხვერპლი ჩემი ყველა ცოდვის ჩამოსარეცხად. მე მჯერა, რომ შენ მკვდრეთით აღდექი შენი მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ასე რომ ვიცი, რომ შენი მსხვერპლი საკმარისი იყო. გთხოვ რომ განმწმიდო ჩემი ცოდვებისგან და გახდე ხიდი ჩემსა და ღმერთს შორის, რათა შემეძლოს მქონდეს საუკუნო სიცოცხლე. არ მინდა ცხოვრება ცოდვის მონობაში დავასრულო, ამიტომ გთხოვ, განმათავისუფლე ცოდვისაგან. მადლობა, უფალო იესო, რომ ამ ყველაფერს აკეთებ ჩემთვის, და ამიერიდან მიწინამძღვრებ ჩემს ცხოვრებაში, ასე რომ შემეძლება გამოგყვე შენ როგორც ჩემს უფალს.
ამინ